საქართველომ შოტლანდია დაარეტიანა

უმცროსი ბორჯღალოსნების შთამბეჭდავი გამარჯვება

რაგბში, არგენტინაში მიმდინარე მსოფლიოს 20 წლამდე ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დახურა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა შოტლანდიის ნაკრებს არაფერი დაუთმეს და დამსახურებულად - 17:12 გაიმარჯვეს.

 

შოტლანდია რომ სარაგბო ქვეყანაა და თუ როგორ უნდა ითამაშონ ოვალური ბურთით რომ არ ესწავლებათ ამას ალბათ ბევრი ახსნა-განმარტება არ სჭირდება. ბრიტანელები სარაგბო ელიტას განეკუთვნებიან და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეროვნული ნაკრებების დონეზე 6 ერში თამაშობენ. მოკლედ, იმის თქმა გვსურს, რომ შოტლანდიელებთან ბარე არაერთ გრანდს წაუმტვრევია ცხვირი და მათთან გამარჯვება, თუნდაც 20 წლამდელებში სახუმარო საქმე ნამდვილად არ გახლავთ.

 

 

ახალგაზრდა ქართველმა მორაგბეებმა კი ეს უკვე მეორედ შეძლეს. უმცროს ბორჯღალოსნებს, შოტლანდიელები წინა მსოფლიო თასზეც დაემარცხებინათ (39:31) და თავი არც ამჯერად შეირცხვინეს. საქართველოს ნაკრების რიგებში ლელო თედო აბჟანდაძემ და ლუკა ნიორაძემ დადეს.

 

ამრიგად, საქართველოს 20 წლამდე ნაკრებმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და არის იმის შანსი, ბრძოლა 5-8 ადგილებისთვის განაგრძოს. 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.