რუსეთში უკანალზე ხელის წამორტყმის ჩემპიონატი ჩატარდა

გამარჯვებული instagram-ზე პოპულარული მოდელი გახდა

21-ე საუკუნეში, ტექნოლოგიური პროგრესის მეშვეობით სპორტი უფრო და უფრო პოპულარული და ხელმისაწვდომი ხდება. ყოველწლიურად სპორტში ახალი სახეობები ჩნდება, ვითარდება და შეჯიბრებები იმართება. უკვე ათწლეულებია, რაც ტურნირები ისეთ სახეობებში იმართება, როგორიც ჭადრაკისა და კარატეს ნაზავი, სირაქლემების დოღი, წყალქვეშა ჰოკეი, ჭიდაობა ფეხის თითებით, სპილოებით გოლფი, ძაღლებით სერფინგი და სხვაა, თუმცა რუსეთში საფუძველი სრულიად განსხვავებულ და უცნაურ სპორტის სახეობას ჩაეყარა. საქმე ქალებს შორის უკანალზე ხელის წამორტყმას ეხება.

 

 

მონაწილეები ერთმანეთს დუნდულებზე რამდენადაც შესაძლებელია ძლიერად ურტყამენ, გამარჯვებული კი ის მოთამაშე ხდება, რომელიც მეტოქეს წონასწორობას დააკარგვინებს.

 

ქალთა შეჯიბრის დასრულების შემდეგ, ერთმანეთს მამაკაცებიც დაუპირისპირდნენ, თუმცა ისინი ერთმანეთს მხარზე ხელის გარტყმაში შეეჯიბრნენ. 

 

ტურნირის გამარჯვებული რუსი მოდელი ანასტასია ზოლოტაია გახლდათ, რომლის instagram-ზეც გამომწერთა რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს და 481 ათასს აღემატება. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.