მეოთხე მოგება და ნახევარფინალი

თბილისში ხელბურთში  IHF ერთა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს

საქართველოს ნაკრები IHF ერთა თასის ნახევარფინალშია - მეოთხე ტურში ქართველმა ხელბურთელებმა 28-22 დაამარცხეს აშშ. ჯგუფში პირველობის ბედი გაირკვევა ხვალ, ბულგარეთთან მატჩში, რომელიც თბილისის სპორტის სასახლეში 18 საათზე დაიწყება. უკვე ცნობილია სამი ნახევარფინალისტი: საქართველო, ბულგარეთი და კუბა.

 

 

საქართველოს ნაკრებში ერთი ცვლილებაა: სამწუხაროდ, ირლანდიასთან მატჩში მიღებული ტრავის გამო რეზო ჭანტურია ამ ტურნირზე ვეღარ ითამაშებს. ჩვენი ნაკრების ვეტერანის ნაცვლად განაცხადში შეიყვანეს  გიორგი მერკვილაძე. 21 წლის ქუთაისელი მარჯვენა გარემარბი ეროვნულ გუნდში პირველადაა, თუმცა, სხვადახვა ასაკობრივ ნაკრებში საკმაო გამოცდილება აქვს დაგროვილი.

 

 

ჩვენს, B ჯგუფში, ბულგარეთმა 37-22 მოუგო ირლანდიას, ხოლო 20 საათზე დაიწყო ნიგერიისა და მალტის მატჩი. საქართველო-ბულგარეთის ხვალინდელი თამაში გაარკვევს, ვინ ასცდება ნახევარფინალში A ჯგუფის საუკეთესო გუნდს, კუბას.