არასტაბილური მოგზაური, თან შეუჩერებელი

თან, სინგაპურის საპატიმრო ნორვეგიისას კი არ ჰგავს, ბრეივიკმა რომ იჩივლა ინტერნეტის სისწრაფე არ მაკმაყოფილებსო

„ბრალად ძალიან უცნაური რაღაც წამიყენეს, საეჭვოდ კარგად თამაშობო. ზედიზედ სამი შეხვედრიდან ორი მოვიგეთ, მესამე კი ფრედ დასრულდა. სამივეში საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს. ჰოდა, გამომიცხადა მოსამართლემ, ამ მატჩებში ჩვეულებრივზე უკეთესი იყავი, რის გამოც პატიმრობა გეკუთვნისო“, — იგონებს ლუც ფანენშტილი.

ეს ამბავი სინგაპურში მოხდა, სადაც გერმანელი მეკარე ერთ-ერთი იქაური გუნდის კარს იცავდა. თურმე, ვინ რჯიდა, რომ იცავდა. კარგად რატომ თამაშობო, ბორკილები დაადეს. საბოლოოდ კი გამოუშვეს, რადგან ფულის ვერც მიცემა დაუმტკიცეს და ვერც აღება, მაგრამ 101 დღე მაინც გაატარებინეს საპატიმროში. თან, სინგაპურის საპატიმრო ნორვეგიისას კი არ ჰგავს, ბრეივიკმა რომ იჩივლა ინტერნეტის სისწრაფე არ მაკმაყოფილებსო. 


 

აი, როგორ იყო: „იმ ციხეში, სადაც მე ვიჯექი არც საწოლები იყო, არც ტუალეტი, არც ტუალეტის ქაღალდი, არც ნიჟარა… იატაკზე მეძინა. დილაობით საუზმე რომ შემოქონდათ, თან სახეში გვირტყამდნენ. ეს იყო სალამი. ჩემი იქ ყოფნისას რამდენიმე პატიმარმა თავი ჩამოიხრჩო. იქ გატარებული 101 დღე 25 წელს უდრიდა“, — ამბობს ფანენშტილი, რომელიც დღეს 46 წლისაა და იმით გახლავთ უნიკალური, რომ კარიერის განმავლობაში ევროპაშიც ითამაშა, აზიაშიც, ორივე ამერიკაშიც, აფრიკაშიც და ავსტრალიაშიც. ფანენშტილი ბურთაობას 2011 წელს შეეშვა და 2014-ში დაწერა წიგნი „შეუჩერებელი მეკარე“, რომელიც ბრიტანეთში ბესტსელერი გახდა.

მანამდე, 2009-ში მას კიდევ ერთი წიგნი ჰქონდა გამოცემული: „არასტაბილური — ჩემი მოგზაურობა მსოფლიო მეკარის რანგში“.


 

სულ, ლუც ფანენშტილმა, 25 გუნდში ითამაშა. 17 წლისა რომ იყო, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ბაიერნში გადასვლაზე უარი თქვა — მანდ პირველ ნომრად  ვიღაც ჩემზე სამი წლით უფროსი ბიჭი ჰყოლიათ, მე კი ალბათ, სათადარიგოდ ვუნდივართ და არ წავალო.

ეს ვიღაც ბიჭი ოლივერ კანი იყო.

და აიკრა ლუც ფანენშტილმა გუდა-ნაბადი. მოგზაურობას შეუდგა. 1993 წლის ერთ მშვენიერ დღეს მშობლიური ბავარიიდან… მალაიზიაში გადაბარგდა.

შემდეგ წელიწადს პრემიერლიგიდან დაუკავშირდნენ. ეს იყო უიმბლდონი, კლუბი, რომელიც ახლა აღარ არსებობს. სხვათა შორის, ირლანდიელ მენეჯერ ჯო კინეარს ფანენშტილის დაყოლიება გაუჭირდა, თუმცა საბოლოოდ დაიყოლია, ბავარიელი ინგლისში ჩაიყვანა და…


 

„ორი-სამი დღის ჩასული ვიყავი. ნოემბერი იდგა. მთელი გუნდი ლონდონის რომელიღაც პარკში გაგვიყვანეს სარბენად. შუა გზაში რომ ვიყავით უცებ, თანაგუნდელები მომვარდნენ და... ტანსაცმელი გამხადეს. მთლიანად გამაშიშვლეს, თვითონ კი გაიქცნენ. დედიშობილა დამტოვეს. ფეხსაცმელიც არ შემარჩინეს. თავიდან, ცოტა ხანი თხრილში ჩავწექი, თავზარდაცემული ვფიქრობდი რა გამეკეთებინა. შემდეგ მივხვდი, რომ სხვა გამოსავალი არ მქონდა, თხრილიდან ამოვძვერი და უამრვი ინგლისელი ქალბატონის თვალწინ, რომელთაც ძაღლები ჰყავდათ სასეირნოდ გამოყვანილი, ხუთი კილომეტრი უკან, ბაზისკენ ვირბინე“ — უამბო ფანენშტილმა ბი-ბი-სის.

ფანენშტალი უიმბლდონის ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა და ერთ წელიწადში ნოტინგემ ფორესტში გადავიდა, სადაც... ისევ ვერ მოხვდა ძირითადში.


 

სამაგიეროდ, 2003 წელს, „ბოქსინგ დეიზე“, ბრედფორდ პარკ ავენიუსა და ჰეროგეტ იუნაიტედის შეხვედრის დროს, როდესაც ჰეროგეტის თავდამსხმელმა კლეიტონ დონალდსონმა მკერდში მუხლი აძგერა, კინაღამ მოკვდა. აი, ეს იყო ყველაზე გამორჩეული, რაც მან ინგლისში გააკეთა.

მაშინ, ფანენშტილს ფილტვები ჩაეკეტა. ის მოედანზე მორივით დაეცა და როდესაც გუნდის ფიზიოთერაპევტმა რეი კილიკმა ხელოვნური სუნთქვის უშედეგო სეანსის შემდეგ გამოაცხადა, რომ გოლკიპერი გარდაიცვალა, გარშემო ყველას თვალზე ცრემლი მოადგა.

კიდევ კარგი, რეი კილიკმა ყოველი შემთხვევისთვის მეორე სეანსიც ჩაატარა.








ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.