მეტოქე ცნობილია

მე-9 ადგილისთვის ფლეიოფი 17 ივნისს გაიმართება

რაგბის მოყვარულთ ალბათ შეხსენება არ სჭირდებათ, რომ შორეულ არგენტინაში 20 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც საქართველოს ნაკრებმა პირველი გამარჯვება იზეიმა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა შოტლანდიის ნაკრებს 17:12 მოუგო და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.

 

ამასობაში გაირკვა ქართველი მორაგბეების მომდევნო მეტოქის ვინაობა. ჩვენი გუნდი, მე-9 ადგილისთვის ფლეიოფში ფიჯის ნაკრებს დაუპირისპირდება.

 

მიუხედავად იმისა, რომ ფიჯელმა მორაგბეებმა ჯგუფში მასპინძელ არგენტინასთან, მრისხანე საფრანგეთთან და ძლიერ უელსთან სამივე თამაში წააგეს, მაინც საკმაოდ საშიში გუნდია და იოლ გასეირნებას ნამდვილად არ უნდა ველოდოთ. მათთან სრული მობილიზებით თამაშია საჭირო.

 

საქართველოს და ფიჯის 20 წლამდე ნაკრებების ჯახი 17 ივნისს 20:00 საათზე გაიმართება.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.