სასუოლომ ფასი დაასახელა

სასუოლომ სტეფანო სენსის სატრანსფერო ღირებულება  გააჟღერა

Sky italia-ს ინფორმაციით სასუოლოს ხელმძღვანელობა მზად არის სტეფანო სენსის დასათმობად, რომლის შეძენაც მილანს სურს.  სენსის სანაცვლოდ როსონერის 20 მილიონი ევროს და პლიუს 5 მილიონამდე ბონუსების გადახდა მოუწევს.

 

რამდენიმე დღის წინ მილანმა ოფიციალურად განაცხადა, რომ  23 წლის ფეხბურთელისთვის 15 მილიონს გადაიხდიდა. სენსის,  კონტრაქტი სასუოლოში 2020 წლამდე აქვს.

 

ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ  მილანი სენსის პირადად შეუთანხმდა და ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში ფეხბურთელი წელიწადში 1,8 მილიონ ევროს მიიღებს.

 

მოგეხსენებათ, სეზონის დამთავრების შემდეგ  მილანში დიდი საკადრო ცვლილებები დაიწყო. გუნდი დატოვა მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ, სპორტულმა დირექტორმა  ლეონარდომ, რომლის ადგილიც მალდინიმ დაიკავა. აქტიური საუბარია, რომ გუნდს არაერთი ფეხბურთელი დატოვებს, ყველაზე აქტიურ ფაზაში კი, ჯერჯერობით სუსოს წასვლაა, რომელიც სავარაუდოდ კარიერას ატლეტიკოში გააგრძელებს.

 

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.