პერტია – თბილისის დინამო, ან საქართველოს ნაკრები

თამაზ პერტიას სახელი ქართულ საფეხბურთო სივრცეში კარგად არის ცნობილი. წლებია, რაც ლატვიურ გუნდებს წვრთნის, მანამდე კი ამ ქვეყანაში თამაშობდა. 44 წლის პერტია ამჟამად ლატვიურ ვალმიერას თავკაცობს, რომელიც ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა.

 ქართველი სპეციალისტი საიმაყით აღნიშნავს, რომ ლატვიის ნაკრების ფეხბურთელთა 70–მა პროცენტმა მის გაწვრთნილ სკონტოსა და ლიეპაიაში გაიარა გზა.

 

რადგან პერტია ლატვიაში მიღებული კაცია, იქაურმა პრესამ ისიც ჰკითხა, ლატვია–საქართველოს დაპირისპირებაში ვის უქმოგებთო:

 

„რა თქმა უნდა, საქართველოსკენ. სისულელე იქნებოდა, ლატვია რომ მეპასუხა, თუმცა ეს ჩემი მეორე სამშობლოა, რიგა კი საყვარელი ქალაქია თბილისის შემდეგ“.

 

პერტია ამბობს, რომ კახა კალაძე მისი ბავშვობის მეგობარია.

 

„თბილისში ბევრი რამ შეიცვალა უკეთესობისკენ. მან იმდენი გააკეთა ქალაქისთვის... თბილისს ვეღარ იცნობ და ამას მხოლოდ მეგობრული კუთხით არ ვამბობ. ნაწილი სააკაშვილმა ააშენა, ნაწილი კალაძემ, თუმცა ისინი პოლიტიკური მეტოქეები არიან“.

 

რაც შეეხება საქართველოში რომელიმე გუნდის გაწვრთნას, პერტია ასეთ კომენტარს აკეთებს:

 

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ხშირად მეუბნება, იქნებ საქართველოში გეცადაო. მე ვპასუხობ, რომ მხოლოდ ორი ასეთი ადგილია, სადაც ვიმუშავებდი: თბილისის დინამო, ან საქართველოს ნაკრები“.

 

ორი ჩემპიონატის შედარება:  

 

„ლატვიის ჩემპიონატი საქართველოსას არაფრით ჩამოუვარდება და შესაძლოა, აღემატება კიდეც. ლატვიაში უკვე ჩვეულებრივი ამბავია მიზანდასახულობა, შეუპოვრობა, თავდადება და ამტანობა. ამ მხრივ ლატვიის ჩემპიონატი წინაა, მაგრამ კონკრეტული ფეხბურთელებით თუ ავიღებთ,  საქართველოში ბევრად ტექნიკურები არიან“.   

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.