რეალმა ტრანსფერებში უკვე 300 მილიონი დახარჯა

სამეფო კლუბი ამაზე გაჩერებას არ აპირებს

მადრიდის რეალმა ოფიციალურად დაადასტურა ფერლანდ მენდის ტრანსფერი. ლიონის განაპირა მცველი სამეფო კლუბს 48 მილიონი ევრო დაუჯდა (ბონუსების სახით შეიძლება კიდევ 5 მილიონი დაემატოს), რაც იმას ნიშნავს, რომ სანტიაგო ბერნაბეუს ბინადრებმა ამ სატრანსფერო ბაზარზე უკვე 300 მილიონი დახარჯეს. 
შედარებისთვის, ფლორენტინო პერესს, 2009 წელს, როდესაც კრიშტიანუ რონალდუ, კაკა, ხაბი ალონსო და კარიმ ბენზემა იყიდა, ეს სიამოვნება სულ 254 მილიონი დაუჯდა.
მენდის გარდა, ამ ზაფხულს, სამეფო კლუბმა შემდეგი ფეხბურთელები დაიმატა: როდრიგო (45 მილიონი); ედერ მილიტაო (50 მილიონი); ლუკა იოვიჩი (60 მილიონი); ედენ აზარი (100 მილიონი).
ასევე, მადრიდის რეალი პოლ პოგბას ტრანსფერზე მუშაობს, რომელსაც მანჩესტერელები 150 მილიონ ევროდ აფასებენ.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.