ტოკიო და მულტფილმები

IOC -ისა და იაპონური ანიმაციური ფილმების სტუდიის ერთობლივი პროექტი

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) და იაპონურმა ანიმაციური ფილმების სტუდია Ponoc-მა მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ ფილმზე მუშაობა დაიწყეს. ფილმის პრემიერა შედგება 2020 წლის გაზაფხულზე - ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გახსნამდე.
 

პროექტის მიზანია იმედის და მშვიდობის ოლიმპიური გზავნილი გაუზიაროს ფართო საერთაშორისო აუდიტორიას, განსაკუთრებით კი - ახალგაზრდა თაობას. ფილმის ტექნიკური მხარე ითვალისწინებს ხელით ხატვის ანიმაციური ტექნოლოგიის გამოყენებას. 

 

ანიმაციური ფილმი IOC-ის საკუთრება და ლოზანის ოლიმპიური მუზეუმის კოლექციის ნაწილი გახდება.

 

სტუდია Ponoc 2015 წელს დაარსა იოსიაკი ნიშიმურამ - საუკეთესო ანიმაციური ფილმის ნომინაციაში ორგზის ოსკაროსანმა იაპონელმა პროდიუსერმა.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.