De Telegraaf: დე ლიხტი პარიზში სახლს ეძებს

როგორც ჩანს, უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია

როგორც გერმანული გამოცემა De Telegraaf იუწყება, პსჟ-ში მატიის დე ლიხტის ტრანსფერი გადაწყვეტილია. 
გუშინ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერდა, რომ მინო რაიოლა პარიზში იმყოფება და პარიზულ კლუბთან შეთანხმების მიღწევას ცდილობს.
გერმანელი ჟურნალისტები კი უფრო შორს მიდიან, მათი ინფორმაციით, უნიჭიერესი ჰოლანდიელი ფეხბურთელის შეყვარებული ენეკე მოლენაარი საფრანგეთის დედაქალაქში უკვე სახლსაც ეძებს.