ლივერპული ფეკირს დაუბრუნდა

ზაფხულის სატრასნფერო ფანჯრის დროს, ნაბილ ფეკირი ლივერპულის, მთავარი სამიზნეა

ლივერპული აქტიურად განაგრძობს ნაბილ ფეკირზე ნადირობას.

წინა ზაფხულში, ლიონის ნახევარმცველი  ლივერპულში გადასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ ბოლო მომენტში ტრანსფერი ჩაიშალა.

სეზონის ბოლოს, ლიონის ხელმძღვანელობამ ფეკირს განუცხადა, რომ სურვილის შემთხვევაში გუნდის დატოვება შეეძლო.

გავრცელებული ინფორმაციით, ლიონისა და ლივერპულის წარმომადგენლები აპირებენ, გამართონ შეხვედრა ჟენევაში, ფეკირის სავარაუდო ტრანსფერთან დაკავშირებით.

ტრანსფერმარკეტის მიხედვით, ფეკირის ფასი 60 მილიონი ევროა. ფრანგმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში 39 მატჩი ჩაატარა, სადაც 12 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.