ბრძოლა მხოლოდ თავში იყო

 IHF ერთა მსოფლიო ჩემპიონატი ხელბურთში

საქართველოს ნაკრებმა მეხუთე მატჩიც მოიგო IHF ერთა ჩემპიონატზე და ნახევარფინალში პირველი ადგილით  გავიდა. ქართველმა ხელბურთელებმა თბილისის სპორტის სასახლეში  35-19 დაამარცხეს ბულგარეთი და შაბათს, 18 საათზე  დიდ ბრიტანეთს დაუპირისპირდებიან. მეორე წყვილია კუბა-ბულგარეთი.         

 

ბრძოლა მხოლოდ საწყის მეოთხედში იყო. თემო ორჯონიკიძემ პირველად მერვე წუთზე დაგვაწინაურა (5-4) და ამის შემდეგ სხვაობა იზრდებოდა - 9-6, 15-10, 19-11 შესვენებაზე და მაქსიმუმი იყო დასრულებამდე ათიოდ წუთით ადრე - 31-14. პირველ ტაიმში ჩვენები აქცენტირებულად ათამაშებდნენ ბურთს ხაზზე.

 

 

როგორც მწვრთნელმა, ბექა ორჯონიკიძემ გვითხრა, ველოდით, რომ მეტოქე აქტიურად გამოვიდოდა ჩვენს ბურთიან უკანახაზელზე და ჩვენი პივოტი ხშირად თავისუფალი დარჩებოდაო. მართალია, თავიდან რამდენიმე პასი ერეკლე არსენიშვილის მიმართულებით დაიკარგა, მაგრამ ჯერ მან და შემდეგ გიორგი მიქავამ ჯამში 8 გოლი გაიტანეს.

 

B ჯგუფში, ირლანდიამ 41-23 მოუგო მალტას, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 38-24 დაამარცხა ნიგერია. A ჯგუფში ბრიტანეთმა აჯობა კოლუმბიას, 27-23 და ნახევარფინალის მეორე საგზური მოიპოვა. ჩინეთმა 35-26 მოუგო აზერბაიჯანს და მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებს. კუბამ დაამარცხა ინდოეთი, 40-29.  

 

 

14 ივნისს, თბილისის სპორტის სასახლეში დასვენების დღეა, შაბათს - ნახევარფინალი, კვირას - ფინალი. ოთხი ნახევარფინალისტიდან 3 ევროპული გუნდია, მათ კი, ჩემპიონატზე გამარჯვების გარდა, კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი ამოცანა აქვთ - საუკეთესო ევროპული გუნდი მიიღებს ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის, საგზურს.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.