MVP - კავაი ლეონარდი

კავაი ლეონარდი ფინალურ სერიაში  საუკეთესოდ დასახელდა

NBA-ს ფინალური სერიის  MVP კავაი ლეონარდი გახდა. აღსანიშნავია, რომ კავაიმ ეს პრიზი მეორედ მიიღო, 27 წლის კალათბურთელი MVP-დ სან ანტონიოს შემადგენლობაშიც დაასახელეს. 

 

NBA-ს ისტორიაში, ფინალურ სერიაში საუკეთესო მოთამაშედ ორ სხვადასხვა გუნდში კარიმ აბდულ-ჯაბარი (მილოუკი, ლეიკერსი) და ლებრონ ჯეიმსიც (მაიამი, კლივლენდი) დაუსახელებიათ, ამ სიას კი კავაი ლეონარდიც შეემატა. 

 

დღევანდელ მატჩში მის ანგარიშზეა: 22 ქულა, 6 ართმევა, 3 პასი, 2 ჩაჭრა, 1 ბლოკ-შოტი და 2 დაკარგვა.

 

ტორონტომ ფინალური სერიის მეექვსე შეხვედრაში, გოლდენ სტეიტი დაამარცხა და ისტორიაში პირველად NBA-ს ტიტულს დაეუფლა. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.