ვუდგეითი მიდლსბროს მთავარი მწვრთნელია

ჯონათან ვუდგეითი რივერსაიდელთა ახალი თავკაცია

ინგლისის ნაკრების ყოფილმა წევრმა და ლიდსის ლეგენდამ ჯონათან ვუდგეითმა მიდლსბრო ჩაიბარა. ამის შესახებ რივერსაიდელების ოფიციალური ვებ-გვერდიდან შევიტყვეთ. 

 

ჯონათანმა 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მან ტონი პულისი ჩაანაცვლა.

 

გასულ სეზონში, მიდლსბრო ჩემპიონშიფში მე-7 ადგილზე გავიდა, ხოლო პრემიერლიგაში გადასასვლელ ფლეი ოფში  დამარცხდა.

 

ჯონათან ვუდგეითს საკმაოდ საინტერესო საფეხბურთო კარიერა ჰქონდა. სხვადასხვა დროს თამაშობდა: ნიუკასლში, მადრიდის რეალში, ტოტენჰემში, მიდლსბროში, სტოკ სიტისა და ლიდსში.

 

საფეხბურთო კარიერის დამთავრების შემდეგ, ვუდგეითი ლივერპულში სკაუტად მუშაობდა. 2017 წელს კი მიდლსბროს მთავარი მწვრთნელის თანაშემწე გახდა.