რეალმა კუბო იყიდა  

სამეფო კლუბმა სატრანსფერო კლასიკო მოიგო

საფეხბურთო კუთხით რა მოგახსენოთ, თუმცა სატრანსფერო ბაზარზე მადრიდის რეალმა მორიგი ელ კლასიკო მოიგო. სამეფო კლუბმა საინტერესო გვარის მქონე იაპონელი ფეხბურთელი ტაკეფუსა კუბო შეიძინა და მისთვის ბრძოლაში ბარსელონა დაამარცხა. 


კატალონიურ კლუბს კუბოს დამატება ჯერ კიდევ 2014 წელს სურდა, როცა საფეხბურთო კლუბ ტოკიოს ფეხბურთელი 14 წლისა იყო. მაშინ ბლაუგრანამ მიზანს ვერ მიაღწია, მიზეზი ფიფას რეგულაციები იყო, რომელიც 18 წლამდე ფეხბურთელების შეძენას ზღუდავს.

 
Marca-ში წერენ, პსჟ-ს ინტერესის ქვეშ მყოფ ნახევარმცველთან რეალს შეთანხმება 100%-ით მიღწეული აქვს, უახლოეს საათებში კი ზაფხულის მეხუთე ტრანსფერს ოფიციალურად გამაოცხადებსო


რეალი იაპონურ კლუბს 2 მილიონ ევროს გადაუხდის და მომდევნო სეზონიდან თინეიჯერს ახალგაზრდულ აკადემიაში - კასტილიაში ჩარიცხავს. მნიშვნელოვანია, რომ ასაკის კვალობაზე კუბოს დიდი ხელფასი ექნება, მისი შემოსავალი ყოველწლიურად 1 მილიონ ევროს შეადგენს.