46

ბრაზილიაში ხუთიდან ექვსზე...

15 ივნისს (7 ივლისამდე) ბრაზილიაში კოპა ამერიკის 46-ე გათამაშება იწყება. 12 გუნდიან ტურნირს ორი სტუმარიც ეყოლება - ყატარისა და იაპონიის ეროვნული გუნდები... 

გავერკვეთ ყველაზე უცნაური სანაკრებო ტურნირის არსში.

წლევანდელი კოპა ბრაზილიის 5 ქალაქის 6 სტადიონზე ჩატარდება. ამთაგან ოთხმა მსოფლიოს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლა. მთავარი, ცხადია, ლეგენდარული მარაკანაა.

ამ ტურნირის გამართვას კონმებოლი ბრაზილიაში ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ აპირებდა, მაგრამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ გონიერი გადაწყვეტილება მიიღო. მოგეხსენებათ, ბრაზილიამ 2013 წელს კონფედერაციათა თასს, 2014-ში მსოფლიო ჩემპიონატს, 2016-ში კი ოლიმპიადას უმასპინძლა. ამიტომ, კოპა ამერიკის ჩატარება ქვეყნისთვის დამატებითი ტვირთი იქნებოდა. მასპინძლობა მექსიკას შესთავაზეს, მოგვიანებით ტურნირის მასპინძლობის სურვილი ბოლივიამაც გამოთქვა, თუმცა შეჯიბრი ჩილეში ჩატარდა.


როგორც ვთქვით, ტურნირში 12 ნაკრები მონაწილეობს, რომელთა შორის ორი სტუმრის სტატუსითაა. საქმე ის არის, რომ კონმებოლის ხემძღვანელობამ ჯერ კიდევ 1993 წელს გადაწყვიტა ტურნირზე ორი სტუმარი გუნდი მიეწვია. ერთ-ერთი ასეთი მექსიკის ეროვნული ნაკრები გახლდათ, რომელიც შეჯიბრის მუდმივი მონაწილე გახდა და 26 წლის განმავლობაში პირველად არ იქნება კოპაზე.


ფორმატი

 

 

სამი ოთხგუნდა ჯგუფებიდან პლეი ოფში პირველ-მეორე ადგილოსნები და ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი გავლენ.A ჯგუფი: ბრაზილია, ბოლივია, ვენესუელა, პერუB ჯგუფი: არგენტინა, კოლუმბია, პარაგვაი, ყატარიC ჯგუფი: ურუგვაი ეკვადორი, იაპონია, ჩილე

ფავირიტები

არგენტინის ნაკრებში არსებული ქაოსი, ტურნირის მთავარ ფავორიტად მასპინძელ ბრაზილიას ხდის. მიუხედავად იმისა, რომ მთავარვარსკვლავი - ნეიმარი ტრავმის გამო დააკლდათ, სელესაო მაინც უმთავრეს ფავორიტად მიგვაჩნია.

ტიტეს ხელმძრვანელობით, 2016 წლიდან, პენტაკამპეონებმა მხოლოდ ორჯერ წააგეს. ერთხელ ამხანაგურ მატჩში არგენტინასთან, მეორედ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ბელგიასთან.

 

შესანიშნავი შემსრულებლების არსებობის პირობებში მწვრთნელს თავისუფლად შეუძლია ყოველი მატჩის მიმდინარეობისას  თამაშის გადაწყობა. ტიტეს გუნდს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია. მხოლოდ შუა ხაზში ფერნანდინიოს, კოუტინიოს, ალანის, არტურისა და კაზემიროს ყოფნა რად ღირს. შეტევაში ფირმინო, გაბრიელ ჟეზუსი და რიშარლისონი. მეკარეებიც ისეთი ჰყავთ, ნებისმიერი რომ ინატრებდა, ლივერპულის ალისონი და სიტის ედერსონი.

გამარჯვების ოდნავ ნაკლები შანსი აქვს ურუგვაის ეროვნულ გუნდს. მათი ოდინდელი დამრიგებელი ოსკარ ტაბარესიც ვერ დაემდურება შემსრულებლების ნაკლებობას. კარში გამოცდილი მუსლერა, დაცვაში ხიმენესი და გოდინი, უნივერსალური ლუკას ტორეირა, ასევე გამტანი სტუანი, სუარესი და კავანი...

 

 

პრობლემა ის არის, რომ ასეთი შემსრულებლების არსებობის პირობებში, წარმატებას იშვიათად აღწევენ. ბოლოს ურუგვაელებმა კოპაზე 2011 წელს გაიმარჯვეს. ზოგადად კი მათ 2010 წლის მუნდიალის ნახევარფინალში გასვლით შეიძლება იამაყონ.

არგენტინაზე, როგორც ფავორიტზე საუბარი, ალბათ, არც ღირს. ახლა გუნდში თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს, თუმცა უმცროსები უფროსებზე სუსტები ჩანან. მხოლოდ მესის იმედზე ყოფნა წატმატების გასაღები ვერ იქნება. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ამის დასტურია.

 

 

და კოლუმბია? მათი ჩამოწერაც არ შეიძლება. სტაბილური შემადგენლობა, არცთუ ცუდი გამოსვლა შარშანდელ მუნდიალზე და დასანანი მარცხი ინგლისთან მატჩისშემდგომ პენალტებში. ხამეს - ფალკაოს და სხვათა გუნდი ისტორიაში მეორედ ეცდება ტურნირის მოგებას.

ჩილემ საწაული მოახდინა, ბოლო ორ კოპაზე (2015, 2016) ფინალში ორჯერ დაამარცხა არგენტინა და ორჯერ მოიპოვა ტიტული. მაგრამ დღეს ისინი ფავორიტებში აღარ მოიაზრებიან. ვერც ბოლო მუნდიალზე გავიდნენ და საერთოდ, კარგი დროება არ უდგათ.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.