ვაისი: გვილიას ლეგია ვურჩიე

ვლადიმირ ვაისმა პოლონურ პრესას უთხრა, რომ ვაკო გვილიას თავადაც ურჩია ლეგიაში გადასვლა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი მოხარულია, რომ ვაკო პოლონეთის ერთ–ერთ საუკეთესო გუნდში გააგრძელებს კარიერას.

 

„გვილიას ორი კლუბიდან იწვევდნენ: ლეგიიდან და ფერენცვაროშიდან. ვაკო ფანტასტიკური გულშემატკივრების წინაშე ითამაშებს. მას უყვარს ფეხბურთი და დიდი პროფესიონალია. მეტიც, გვილია საქართველოს ნაკრების ერთ–ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ვფიქრობ, ლეგიაშიც საკვანძო ფიგურა გახდება. უკვე იცნობს პოლონურ ლიგას.

 

...ჩემი ხედვით, გვილია ყველაზე კარგია რვა ნომრის პოზიციაზე, თუმცა ნახევარდაცვაში ნებისმიერ ადგილზე შეუძლია თამაში. როგორც ექვს ნომერზე, ასევე შემტევადაც.

 

...2011 წელს ლეგიას მწვრთნელი შეიძლებოდა გავმხდარიყავი. ფაქტიურად, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბოლოს კლუბის ხელმძღვანელობამ მაცეი სკორსა დატოვა პოსტზე. ლეგია დიდი კლუბია და გვილიამ სწორი არჩევანი გააკეთა“.