დე ლიხტი და კიდევ 49

ფრანგულმა Lequipe-მ გასული სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად (20 წლამდე) ჰოლანდიელი მატეის დე ლიხტი დაასახელა. 

ამაში გასაკვირი არაფერია, აიაქსის კაპიტანი ჩემპიონთა ლიგაზეც ბრწყინავდა და ერთა ლიგაზეც.

 

ფრანგულმა გამოცემამ მეორეზე დორტმუნდის ინგლისელი გარემარბი ჯეიდონ სანჩო გაიყვანა, ხოლო მესამეზე – ლევერკუზენის შემტევი კაი ჰავერტცი. მეოთხე–მეხუთეზე, შესაბამისად, ბენფიკას ნახევარმცველი ჟოაო ფელიქსი და მილანის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა.

 

სულ 50 ახალგაზრდა გამოარჩიეს და 47–ეზე გიორგი ჩაკვეტაძეა.