რიბერი ისევ დაბოღმილია

36 წლის ფრანგი თვლის რომ უსამართლოდ მოექცნენ

ფრანგმა ფეხბურთელმა ბაიერნში გატარებული 12 წლის შემდეგ, მიუნხენური გრანდი დატოვა. ჯერ ბოლომდე გარკვეული არ არის თუ სად გააგრძელებს 36 წლის ფეხბურთელი კარიერას, სავარაუდოდ ის ბუცების ლურსმანზე დაკიდებას არ აპირებს.

 

ამასობაში, რიბერიმ 2013 წელი და ოქროს ბურთის რონალდუსთვის გადაცემა კვლავ გაიხსენა. მას, ბოღმა 6 წლის შემდეგაც არ განელებია.

 

„ეს იმედგაცრუებაზე მეტი იყო. მაშინდელ უსამართლობას ისევ ვერ ვივიწყებ. ალბათ კარიერაში ყველაზე დიდ უსამართლობას სწორედ 2013 წელს შევეჯახე. იმ სეზონში საუკეთესო ვიყავი, მაგრამ საბოლოოდ მესამე ადგილზე აღმოვჩნდი. ჩემზე წინ რონალდუ და მესი დააყენეს, რაც არასწორი საქციელი იყო. ოქროს ბურთი მე მეკუთვნოდა“ - ამბობს ფრენკ რიბერი.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.