კლოპმა მადრიდელი ჩაიფიქრა

ბლანკოსმა თანხა დაასახელა. რეალის დატოვება წესით თავად ფეხბურთელსაც უნდა სურდეს

მიუხედავად შთამბეჭდავი სეზონისა, ლივერპულის თავკაც იურგენ კლოპს შეტევის გაძლიერება სურს. Independent-დან შევიტყვეთ, რომ გერმანელს რეალიდან მარკოს ასენსიოს გადაბირება უნდა. ცნობილია ისიც, რომ ბლანკოსი მზადაა ფეხბურთელი 80 მილიონ გირვანქად დათმოს.

 

აშკარაა, რომ მარკოსმა ბოლო სეზონი ჩააგდო და ისეთი კარგი ვერ იყო, როგორსაც მისგან ელოდნენ. 44 მატჩში 23 წლის ფეხბურთელმა 6 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა. ცნობისთვის, ლივერპულის გარდა ასენსიო ჩელსისა და პსჟ-საც სურთ.

 

ისე კი სამეფო გუნდის დატოვება თავად ფეხბურთლსაც უნდა სურდეს. გამომდინარე იქიდან, რომ რეალმა ლუკა იოვიჩი და ედენ აზარი შეიძინა, დიდი ალბათობით მარკოსის სათამაშო დრო საგრძნობლად შემცირდება.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.