Philenews: დაუშვილიც ქეცბაიასთან?

კვიპროსულმა გამოცემებმა (მათ შორის, Philenews) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თემურ ქეცბაია ანორთოსისში ბუბა დაუშვილის გადაყვანას აპირებს.

30 წლის საყრდენი ნახევარმცველი გასულ სეზონში უნგრულ ჰალადაშში თამაშობდა. ეს გუნდი უმაღლესიდან გავარდა და ბუბას უნგრეთის სხვა გუნდები იწვევენ. თუმცა ანორთოსისი ფავორიტია.

 

როგორც ჩანს, ქეცბაიას გუნდში ბევრი ქართველი მოიყრის თავს. ბექა მიქელთაძე და ნიკა კაჭარავა აქამდეც იყვნენ, მათ გიორგი ლორია დაემატა. თორნიკე ოქრიაშვილის საკითხიც, დიდი ალბათობით, დადებითად გადაწყდება. და ახლა დაუშვილიც შესაძლებელია.   




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.