ფრენკ რიბერი: ფული ჩემთვის მთავარი არაა

ფრანგს კიდევ 2 წელი სურს

ამ ზაფხულს ფრენკ რიბერის ბაიერნთან კონტრაქტი დაუმთავრდა და ახლა თავისუფალი აგენტია. ფრანგს წინადადებები არ აკლია, თუმცა ჯერ თავადაც არ იცის სად გააგრძელებს კარიერას.

 

„ჩემს მომავალზე კონკრეტულს ჯერ ვერაფერს გეტყვით. საკმაოდ სარფიანი წინადადებები მაქვს, თუმცა ეს მთავარი არაა. მინდა ფეხბურთი კიდევ მინიმუმ 2 წელი ვითამაშო. როცა გუნდის არჩევაზე მიდგება საქმე,, აუცილებლად ჩემს ოჯახზეც ვიფიქრებ,“ - თქვა რიბერიმ LEquipe-სთან.

 

36 წლის ფეხბურთელი გერმანულ გრანდში 2007 წლიდან გამოდიოდა. რეკორდმაისტერთა მაისურით მან 425 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი 124 გოლითა და 182 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.