სუარესმა კოპა ამერიკის ფავორიტი დაასახელა

ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელს ტურნირის მოგება სწადია

სუარესმა კოპა ამერიკის ფავორიტი დაასახელა

ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელს ტურნირის მოგება სწადია

კოპა ამერიკა დაიწყო. მასპინძელმა ბრაზილიამ გახსნით მატჩში ბოლივიას - 3:0 მოუგო. მალე სამქეში ურუგვაის ნაკრებიც ჩაერთვება. გუნდის ლიდერმა ლუის სუარესმა ტურნირის ფავორიტის შესახებ ისაუბრა. ბარსელონას თავდამსხმელის აზრით, სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატს გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს და ეს მისი თანაგუნდელის ლიონელ მესის არგენტინის ნაკრებია.

"ჩვენი გუნდი კოპა ამერიკის მოსაგებად იბრძოლებს. ურუგვაი ამ ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია, ჩვენ ის ისტორიაში ყველაზე მეტჯერ გვაქვს მოგებული, სწორედ ამიტომ ყველა მეტოქე პატივს გვცემს.

ტურნირის ერთ-ერთი გამოკვეთილი ფავორიტი არგენტინის ნაკრებია რასაც ბევრი ახსნა არ სჭირდება - მათ ლიონელ მესი ჰყავთ",-თქვა 32 წლის თვდამსხმელმა.

არგენტინა B ჯგუფშია და მეტოქრებად კოლუმბია, პარაგვაი და ყატარი ჰყავს, რაც შეეხებათ ურუგვაელებს, C ჯგუფში ისინი ჩილეს, ეკვადორს და იაპონიას დაუპირისპირდებიან.