ეს მართლა 12 წლისაა?

ესპანეთში პრესტიჟული ტურნირი მიმდინარეობს 12-წლამდელთა გუნდებს შორის და სევილიას ჰყავს ისეთი ბიჭი, ყველას ყურადღებას რომ იპყრობს: 

იბრაჰიმ სოუ. ეს ბიჭი მალაგას აკადემიიდან აიყვანეს. 

 

12 წლის ბიჭი 175 სმ სიმაღლისაა და ბრგე აგებულება აქვს. ისე დააბიჯებს მოედანზე, როგორც გულივერი. 

 

ჰოდა, მართლა 12 წლისაა? ძალიან რთულად წარმოსადგენია. ისე კი, ტურნირზე ბევრი საჩივარი შევიდა გუნდებიდან, რომ იბრაჰიმ სოუს ასაკი საფუძვლიანად გადაემოწმებინათ. ჯერ ვერაფერს უმტკიცებენ.