ყველაზე ეკოლოგიური

IOC-ის  ახალი შტაბ-ბინა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) ახალსახლობისთვის ემზადება. IOC-ის ახალი შტაბ-ბინის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართება 23 ივნისს, საერთაშორისო ოლიმპიურ დღეს.
 

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ახალმა შტაბ-ბინამ სამი ყველაზე მნიშვნელოვანი - LEED, SNBS, Minergie სერტფიკატი მიიღო, მათ შორის ეკოლოგიური მშენებლობის, ენერგოეფექტურობის პრესტიჟული შვეიცარიული და საერთაშორისო პლატინის სერტიფიკატები, რაც მას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მდგრად შენობა-ნაგებობად აქცევს.

 

„გვეამაყება, რომ ოლიმპიურმა სახლმა, როგორც ოლიმპიური მოძრაობის ახალმა ბინამ შვეიცარიული და საერთაშორისო სტადარტების ასეთი პრესტიჟული ჯილდოები მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვრჩებით მდგრადი განვითარების პრინციპების ერთგულები, რაც ოლიმპიური დღის წესრიგი 2020-ის ერთ-ერთი უმთავრესი პოსტულატია,“ - განაცხადა IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა.

 

ოლიმპიური სახლი ერთ ჭერქვეშ გააერთიანებს IOC-ის ყველა თანამშრომელს.