საქართველო ჩემპიონია

ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა IHFერთა ჩემპიონატის ფინალში 31-21 დაამარცხა კუბა და ტურნირის გამარჯვებული შვიდიდან შვიდი მოგებით გახდა, ამასთან ერთად კი ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის, პლეიოფის საგზური მოიპოვა.

 

ტურნირის საუკეთესო მარცხენა ინსაიდი გახდა თეიმურზ ორჯონიკიძე, ხოლო გიორგი ცხოვრებაძემ ორი ინდივიდუალური ჯილდო მოიპოვა: საუკეთესო მარჯვენა შუამარბისა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშის.

 

რაც შეეხება ევრო 2022 კვალიფიკაციას, პლეიოფში პირველის შესარჩევი რაუნდიდან გავიდნენ ლუექსემბურგი და კვიპროსი, მათ კი დაემატა საქართველო. ეს სამი გუნდი წილისყრით დაუწყვილდება ევრო 2022 მთავარი საკვალიფიკაციო რაუნდში უარესი შედეგის მქონე სამ გუნდს. საკვალიფიკაციო ტურნირი უკვე დასრულდა ამ სამეულის ვინაობაც გაირკვა: ესტონეთი, ფინეთი და კოსოვო. პლეიოფი გაიმართება 2020 წლის აპრილში, სამი გამარჯვებული კი მიიღებს ევრო 2022 მთავარი შესარჩევი რაუნდის საგზურს.

 

იქამდე, 2019 წლის შემოდგომაზე, საქართველოს ნაკრები მოფლიოს 2021 წლის შესარჩევ ტურნირში ჩაებმება.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.