შეიძლება დავრჩე, შეიძლება არა

ლიონი ფელიპე ლუიშით ინტერესდება

ლიონის ხელმძღვანელობა სერიოზულად ინტერესდება მადრიდის ატლეტიკოს მცველით ფელიპე ლუიშით. ამის შესახებ L’Equipe-დან შევიტყვეთ.

 

33 წლის ბრაზილიელს ატლეტიკოში კონტრაქტი ამ თვეში ეწურება. ფეხბურთელმა ესპანურ Marca-სთან ინტერვიუში კონკრეტულ პასუხს თავი აარიდა:

 

„შეიძლება დავრჩე, შეიძლება არა“ - თქვა განაპირა მცველმა.

 

გამოცდილი ფეხბურთელის გადაბირება ლიონის გარდა ბარსელონას, მონაკოს და ფლამენგოსაც სურთ. მისი მომავალი სავარაუდოდ კოპა ამერიკის შემდეგ გაირკვევა.