"არსად არ წავსულვარ, ფეხზე ტრავმა მაქვს"

როინ კვასხვაძე ტორპედოში რჩება

რამდენიმე  დღის წინ, ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, როინ კვასხვაძე ქუთაისის ტორპედოს დატოვებას აპირებდა. ქუთაისელთა კაპიტანმა ეს ინფორმაცია უარყო. ფეისბუქზე ერთ-ერთი ქართული გამოცემის გვერდზე, სადაც კვასხვაძის შესაძლო ტრანსფერზე ეწერა, მან კომენტარი გააკეთა „არსად წავსულვარ, ფეხზე ტრავმა მაქვს“.

 

აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში ფეხბურთელის კომენტარს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აქვე გეტყვით, რომ ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში,  კვასხვაძემ 14 მატჩი ჩაატარა.