სრული სია: სანამ წილს გვიყრიან

18 ივნისს ჩემპიონთა ლიგის პირველი ეტაპის წილისყრა გაიმართება.

შეხსენებისთვის, ჩემპიონთა ლიგაზე საბურთალო ითამაშებს, ხოლო ევროპა ლიგაზე - სამი ჩიხურა, ტორპედო და დინამო თბილისი.

 

საბურთალო არათუ ჩემპიონთა ლიგაზე, არამედ მთლიანად ევროტურნირებზე პირველად გადის და ბუნებრივია, სარეიტინგო ქულების მიხედვით განუთესავია. ჩემპიონთა ლიგის წილისყრა ჩვენი დროით 16:30 საათზე დაიწყება.

 

სავარაუდო მეტოქეები: სერბეთის ცრვენა ზვეზდა, შოტლანდიის სელტიკი, ბულგარეთის ლუდოგორეცი, აზერბაიჯანის ყარაბაღი, სლოვენიის მარიბორი, ბელარუსის ბატე, ყაზახეთის ასტანა, მოლდოვის შერიფი,  ნორვეგიის რუსენბორგი, შვედეთის აიკი, სლოვაკეთის სლოვანი, უელსის ნიუ საინტსი, მაკედონიის შკენდია, ირლანდიის დანდალკი, ფინეთის ჰიკ–ი, ლუქსემბურგის დუდელანჟი.

 

ასარჩევად რომ იყოს საქმე, შედარებით სასურველი მეტოქეები, ალბათ, შკენდია და ნიუ საინტსი არიან. ხაზს ვუსვამთ – შედარებით. არასასურველები კი, იცოცხლეთ, აქ არიან ის გუნდებიც, რომლებსაც არაერთხელ უთამაშიათ ჯგუფურ ეტაპზე, ხოლო სელტიკსა და ცრვენა ზვეზდას სულაც მოგებული აქვთ ჩემპიონთა თასი...    

 

პირველი მატჩები 9/10 ივლისს გაიმართება, საპასუხოები – 16/17 ივლისს.

 

ევროპა ლიგის წილისყრა 19 ივნისსაა. ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციოზე თბილისის დინამო განთესილებშია, ჩიხურა და ტორპედო – განუთესავებში. სანამ პირველი ეტაპი გაიმართება, მანამდე კიდევ ერთი წინასწარი რაუნდია ყველაზე დაბალი კოეფიციენტების მქონე ქვეყნებისთვის: სან–მარინოსი, ანდორასი და ა.შ.

 

განუთესავები, დინამოს სავარაუდო მეტოქეები: უნივერსიტატია კრაიოვა (რუმინეთი), დებრეცენი (უნგრეთი), დუნაისკა სტრედა (სლოვაკეთი), რუზომბეროკი (სლოვაკეთი), ტორსჰავნი (ფარერები), ლევადია (ესტონეთი),  მურა (სლოვენია), ტიტოგრადი (მონტენეგრო), ჰონვედი (უნგრეთი), მილსამი (მოლდოვა), ფლორა (ესტონეთი), ლიეპაია (ლატვია), ჰიბერნიანსი (მალტა), რეიკიავიკი (ისლანდია), ბალცანი (ლიხტენშტაინი), ლაჩი (ალბანეთი), შემროკ როვერსი (ირლანდია), შიროკი ბრიგი (ბოსნია), კონა (უელსი), ბანანცი (სომხეთი), სენტ პატრიკსი (ირლანდია), შკუპი (მაკედონია), პანდევის აკადემია (მაკედონია), მაკედონია სკ (მაკედონია), პეტროკლუბი (მოლდოვა), სპერანცა (მოლდოვა), ტეუტა (ალბანეთი), კუპს (ფინეთი), როვანიემი (ფინეთი), ინტერი (ფინეთი), ბრეიდაბლიკი (ისლანდია), რადნიკი (ბოსნია), სტუმბრასი (ლიტვა), რფს (ლატვია), ჟენესი (ლუქსემბურგი), გზირა (მალტა), ნარვა (ესტონეთი), ზეტა (მონტენეგრო). პლუს, შესაძლო გუნდები, რომლებიც წინასწარი ეტაპიდან გადმოვლენ.

 

განთესილების სია, ანუ ტორპედოსა და ჩიხურას სავარაუდო მეტოქეები:  ლეგია (პოლონეთი), სტიაუა (რუმინეთი), მალმიო (შვედეთი), მიოლდე (ნორვეგია), აპოლონი (კვიპროსი), ჰაპოელ ბერ შევა (ისრაელი), მოლ ფეჰერვარი (უნგრეთი), დინამო მინსკი (ბელარუსი), სპარტაკ ტრნავა (სლოვაკეთი), აეკ ლარნაკა (კვიპროსი), ჰაიდუკი (ხორვატია), ბრონდბიუ (დანია), ჟალგირისი (ლიტვა), აბერდინი (შოტლანდია), გლაზგო რეინჯერსი (შოტლანდია), ჟრინსკი (ბოსნია), კაირატი (ყაზახეთი), კუკესი (ალბანეთი), ალაშკერტი (სომხეთი), რადნიჩკი (სერბეთი), ჩუკარიკჩი (სერბეთი), კილმარნოკი (შოტლანდია), შახტიორ სოლიგორსკი (ბელარუსი), ვიტებსკი (ბელარუსი), დომჟალე (სლოვენია), კრუზეიდერსი (ჩრდ.ირლანდია), ვენტსპილსი (ლატვია), სტიარნანი (ისლანდია), ნორკიოპინგი (შვედეთი), ჰოგესუნდი (ნორვეგია), ბრანი (ნორვეგია), ფოლა (ლუქსემბურგი), ვადუცი (ლიხტენშტაინი), ტობოლი (ყაზახეთი), ორდაბასი (ყაზახეთი), კრაკოვია (პოლონეთი), ნეფთჩი (აზერბაიჯანი), საბაილი (აზერბაიჯანი), ოლიმპია (სლოვენია), კორკ სიტი (ირლანდია), პიუნიკი (სომხეთი), ცსკა (ბულგარეთი), ლევსკი (ბულგარეთი), რიტერიალი (ლიტვა), ბუდუჩნოსტი (მონტენეგრო).  

 

დინამოსთვის ყველაზე არასასურველი მეტოქეები, ალბათ, უნგრეთის, სლოვაკეთისა და რუმინეთის გუნდები არიან. ჩიხურასთვის და ტორპედოსთვის კი, ასეთი ბევრია – განთესილებში ძლიერები საკმაოდ გვხვდებიან, მათ შორის, გლაზგო რეინჯერსი, ლეგია, სტიაუა, მალმიო, ჰაიდუკი, ბრონდბიუ, ნეფთჩი, აბერდინი...




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.