რიბერის კვლავ მაღალ დონეზე თამაში სურს

რიბერი დანებებას არ აპირებს!

36 წლის ვინგერი ფრენკ რიბერი თვლის, რომ მას მაღალ დონეზე თამაში კვლავ შეუძლია.

წინა სეზონის დასრულების შემდეგ, რიბერიმ ბაიენრი დატოვა. იყო მოსაზრება, რომ ფრანგი კარიერას დაასრულებდა, მაგრამ რიბერიმ ეს უარყო და რომელიმე დიდ კლუბში თამაშის სურვილი გამოთქვა.

რიბერი რეკორდამისტერს 2007 წელს, ფრანგული მარსელიდან შეუერთდა. მიუნხენელთა რიგებში 425 მატჩი ჩაატარა და 124-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი. ფრანგის გუნდში ყოფნის პერიოდში, ბავარიელებმა 23 ტიტული მოიგეს, ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანი 2013 წლის ჩემპიონთა ლიგაა, რომლის ფინალშიც ბაიერნმა დორტმუნდი 2:1 დაამარცხა.