ყველაზე ძვირი გაჩერდა

სანჩესი ბარძაყმა შვებულებაში გაუშვა

მანჩესტერის მწვრთნელ ჟოზე მოურინიუს შემადგენლობის მხრივ პრობლემები ხომ ისეც მრავლად აქვს და ახლა, სხვა ყველაფერს ალექსის სანჩესის ტრავმაც დაემატა.

 

ჩილელი შემტევი ხუთშაბათის ვარჯიშზე დაშავდა, ის ბარძაყის კუნთმა გააჩერა. თავდაპირველად ივარაუდეს, რომ მანჩესტერისა და მთლიანად პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელს მხოლოდ საუთჰემპტონთან, უახლოესი ტურის მატჩის გამოტოვება მოუწევდა, მაგრამ საფუძვლიანი გამოკვლევის შემდეგ სხვაც გაირკვა და ითქვა...

 

ჟოზე მოურინიუმ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ალექსის სანჩესმა მძიმე ტრავმა მიიღო და შესამაბისად, უქმობაც კარგა ხანს მოუწევს, ზუსტად რამდენი, პორტუგალიელ ტაქტიკოსს არ დაუკონკრტებია.  




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.