დრამა ფიჯისთან - ელიტაში ვრჩებით!

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა გამარჯვების ლელო გაწითლებულ დროში დადეს

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ქართული რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მატჩი მოიგეს. არგენტინაში მიმდინარე მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ქართველებმა ფიჯის - 12:8 მოუგეს და მეცხრე ადგილის მოპოვების შანსი შეინარჩუნეს.

საქართველო 62-ე წუთამთდე 0:8 აგებდა, რა დროსაც ჩვენებმა მატჩის შემოტრიალება შეძლეს. ჯერ ლელო იაშაღაშვილმა დადო, გარდასახვა კი ზუსტად თედო აბჟანდაძემ შეასრულა და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა.

დრო უკვე გაწუთლებული იყო, როცა ჩვენებურებმა ზღაპარში იმარჯვეს. ვანო კარკაძემ ქართველთა 23-ფაზიანი შეტევა ლელოთი დაასრულა და გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუპოვა.

ამრიგად, უმცროსი ბორჯღალოსნები მეცხრე ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებენ და გადამწყვეტ შეხვედრაში იტალიას დაუპირისპირდებიან. ამ მოგებით საქართველო ელიტაში რჩება და იტალიასთან გამარჯვების შემთხვევაში ზედიზედ მოგებების რეკორდსაც დაამყარებენ. იტალიასთან მატჩი 22 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.