ბეშიქთაშმა თვალი წიტაიშვილს დაადგა

წიტაიშვილის ასპარეზობამ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, დიდი ყურადღება დაიმსახურა

თურქული სპორტული გამოცემა  Fotospor-ს თანახმად, კიევის დინამოს ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა ბეშიქთაშის ყურადღება მიიპყრო.

თურქები წარმოშობით ქართველი ახალგაზრდის თამაშით მსოფლიოს 20 წლამდე ჩემპიონატზე მოიხიბლნენ, სადაც უკრაინის ნაკრები ჩემპიონი გახდა. წიტაიშვილი კიევის დინამოს აღზრდილია, ძირითად გუნდში მისი დებიუტი გასულ მაისს, უკრაინის თასის ფინალში დონეცკის შახტარის წინააღმდეგ შედგა.

გასულ სეზონში 18 წლის ფეხბურთელმა ძირითად გუნდში 6 შეხვედრა ჩაატარა, მათ შორის ერთ-ერთი იყო ევროპის ლიგის შეხვედრა იაბლონეცის წინააღმდეგ.