25 მილიონი მიულერს

ტომას მიულერის შეუძლია კვირაში 520 000 ევრო გამოიმუშავოს

ჩინეთის სუპერ ლიგა ყოველ წელს უმაღლესი კლასის ფეხბურთელებით ძლიერდება. აზიელების შემდეგი სამიზნე ბაიერნის ფეხბურთელი ტომას მიულერია. ინგლისური SportBible-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი ჩინური კლუბი, რომელსაც წყარო არ აკონკრეტებს, გერმანელს წელიწადში 25 მილიონ ევროს სთავაზობს.

 

მიულერმა გასულ სეზონში ბუნდესლიგაში 28 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ექვსი გოლი გაიტანა. გერმანიის პირველობაზე, ბოლო სამ წელიწადში man მეტოქის კარის აღება მხოლოდ 19-ჯერ მოახერხა. 

 

თავად 29 წლის ფეხბურთელი ფიქრობს, რომ ჩინეთში კარიერის გასაგრძელებლად ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა ასეთ წინადადებაზე უარის თქმა მაინც გაუჭირდება...