კლაუდ-მაურისს ემირეითზე გადასვლა სურს

ნიჭიერ ფორვარდზე დიდი მოთხოვნაა!

საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი ალექსის კლოდ-მორისის არსენალში გადაბარგება სურს. ლორიანის ფორვარდზე დიდი ნადირობაა გამოცხადებული.

 

მისი შეძენით:  გლადბახის ბორუსია, ლაიპციგი, ლიონი, მარსელი, მონაკო, სევილია, ბრაიტონი, ნიუკასლი და ვესტ ჰემია დაინტერესებულები.

 

უცხოური პრესის ცნობით, შაბათს არსენალმა ლორიანს კლოდ-მორისის სანაცვლოდ 14 მილიონი ევრო შესთავაზა. ლორიანის მფლობელი, ახლახანს დაბრუნდა შვებულებიდან და მისი თქმით, ფეხბურთელი არ იყიდება. ფრანგთა პრეზიდენტის განცხადებით, ფორვარდი იმ გუნდში გადავა, რომლის ხელმძღვანელობაც ლორიანს ყველაზე მეტ თანხას შესთავაზებს.