ვესტ ჰემის მორიგი ტრანსფერი?

მაქსი გომესის მომავალი თითქმის გარკვეულია

ავტორიტეტული სპორტული გამოცემის Sky Sports-ს თანახმად, ვესტ ჰემმა სელტას ურუგვაელი ფორვარდის მაქსი გომესის სანაცვლოდ 29 მილიონი ევრო შესთავაზა. ესპანური კლუბი მზადაა 22 წლის ფეხბურთელი ლონდონელთა რიგებში გაასხვისოს.

 

ვესტ ჰემმი ურუგვაელის შეძენით შარშან ზაფხულსაც ინტერესდებოდა, მაგრამ კლუბები ტრანსფერის თანხაზე ვერ მორიგდნენ და ეს შეთანხმებაც ჩაიშალა.

 

ჩაქუჩების მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პელეგრინი წელსაც დაუბრუნდა ამ ტრანსფერს და როგორც ჩანს სერიოზულადაც.

 

იმ შემთხვევაში თუ ტრანსფერი გაოფიციალურდება, გომესი მიმდინარე ფანჯრისას რიგით ვესტ ჰემისთვის მეოთხე დანამატი იქნება.

 

წინა სეზონში მაქსი გომესმა ლა ლიგაში 35 შეხვედრა ჩაატარა და 13 გოლის გატანა მოახერხა.

 

შეგახსენებთ, რომ ჩაქუჩებმა ვილიარეალიდან უკვე დაიმატეს ახალგაზრდა ესპანელი ნახევარმცველი პაბლო ფორნალსი, ასევე მეკარებიი: დავიდ მარტინი და რობერტო გაგო.