ტოპ ძვირები

მბაპე ყველაზე ძვირია


2018-2019 წლების სეზონი დამთავრდა და ახლა მთავარი ყურადღება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისკენ იქნება მიმართული, რომელიც რამდენიმე ცხელ გადასვლას გვპირდება. ამჯერად წარმოგიდგენთ იმ მოთამაშეების ექვსეულს, რომელთა ფასი 150 და მეტი მილიონი ევროა, ანუ ყველაზე ძვირადღირებულებს.


კილიან მბაპე. პსჟ, 200 მილიონი ევრო

 

 

ტოპ-კლუბების საოცნებო ლუკმა, კილიან მბაპე, დაახლოებით 200 მილიონი ევრო ღირს. თუმცა, პარი სენ-ჟერმენი მას ალბათ, 250 მილიონადაც არ გაყიდის. ფრანგი ყმაწვილი მისი ასაკისთვის ყველანაირ რეკორდებს ამხობს. 

გასულ სეზონში მან 39 ბურთი გაიტანა და 17 საგოლე პასით გამოირჩა. 

მბაპეს სატრანსფერო ფასი გასული დეკემბრის შემდეგ აღარ შეცვლილა, თუმცა, სავარაუდოდ, ახლო მომავალში კიდევ გაიზრდება. მესი და რონალდუ, სატრანსფერო ბაზარზე, ასაკის გამო, მისი კონკურენტები აღარ არიან.

ნეიმარი, პსჟ, 180 მილიონი

 

 

„ოქროს ბურთი“ რომ ფეხბურთელებს სატრანსფერო ფასების მიხედვით ენიჭებოდეთ, პარი სენ-ჟერმენის ბიჭები მას არავის დაუთმობდნენ. 

ზემოთ მბაპეზე ვთქვით და ნეიმარმა, ტრავმების მიუხედავად, მაინც მოახერხა 23 ბურთის გატანა და 13 საგოლე პასის შესრულება. 

მისი საორიენტაციო ფასი დაახლოებით 180 მილიონია. თუმცა, კიდევ ერთი ასეთი ტრავმიანი სეზონი და მისი ფასი მნიშვნელოვნად დაიწევს.

მოჰამედ სალაჰი, ლივერპული, 150 მილიონი

 

 

ამბობდნენ, სალაჰმა შეიძლება ლივერპული დატოვოსო. მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, ეგვიპტელს ასეთი სურვილი გაუქრა. რატომ უნდა დატოვო კლუბი, სადაც ორ სეზონში შენი ფასი კოსმოსში გაფრინდა?! მეორეც - ახლა მთავარი მოტივაცია პრემიერლიგის მოგება იქნება, რათა საბოლოოდ ჩაწეროს თავისი სახელი მერსისაიდელთა ლეგენდებს შორის.


ჰარი კეინი, ტოტენჰემი, 150 მილიონი

 

 


რომ არა ტრავმა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ალბათ სხვა კეინს ვიხილავდით. ამიტომ, ინგლისელი შემტევი სეზონით მაინც და მაინც კმაყოფილი არ უნდა იყოს. 24 გოლი და 6 საგოლე პასი - ეს არის კეინის მონაგარი გასულ სეზონში. 

მიუხედავად ამისა, მისი სატრანსფერო ღირებულება 150 მილიონია.

ედენ აზარი, რეალი, 150 მილიონი

 

 

რეალის ახალწვეულის ფასი უკვე დაახლოებით ნახევარი წელიწადია 150 მილიონი ევროს ფარგლებს გაუთანაბრდა. მაგრამ „სამეფო კლუბმა“ ის 100 მილიონად შეიძინა, ფასდაკლებით, ასე ვთქვათ. მადრიდელებმა ისარგებლეს იმით, რომ ბელგიელს ჩელსისთან კონტრაქტი გაისად ზაფხულში უმთავრდებოდა.

აზარმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. 21 გოლი და 17 საგოლე პასი. გაიმარჯვა ევროპა ლიგაში. სხვა მხრივ, პრემიერლიგა ერთ-ერთმა  ყველაზე ძვირადღირებულმა ფეხბურთელმა დატოვა.

ლიონელ მესი, ბარსელონა, 150 მილიონი

 

ბევრისთვის მესი საუკეთესო ფეხბურტელია ფეხბურთის ისტორიაში. ზოგისთვის კი უბრალოდ 31 წლის შემტევი, რომელიც 150 მილიონი ღირს. გასულ სეზონში მან 51 ბურთი გაიტანა და 22-ჯერ საგოლედ უპასა, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს არ იყო არგენტინელისთვის იდეალური სეზონი - მან ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო. შარშან მისი გვარის გასწვრივ 180 მილიონი ეწერა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.