"პრობლემა არაა ბოს, თქვენთან ერთად მუშაობის გაგრძელება არ მსურს"

ესპანურმა პრესა იტყობინება, თითქოს სათაურში მოყვანილი სიტყვები დანი სებალიოსმა ზინედინ ზიდანს უთხრა. ზოგადად, ახალგაზრდა ნახევარმცველსა და ფრანგ სპეციალისტს შორის იდეალური ურთიერთობა არაა, თუმცა სებალიოსი ამ სიტყვებს უარყოფს და მასთან დაკავშირებით პოსტიც გაავრცელა.

 

"მინდა, ამ საკითხს ნათელი მოვფინო. იმ ინფორმაციას, რომელიც მედიამ გაავრცელა, არ ვფიქრობ, რომ ყურადღება უნდა მივაქციო. ბოლო პერიოდში, "რეალის" სამწვრთნელო შტაბის არცერთ წევრთან პირადი საუბარი არ მქონია. შესაბამისად, აღნიშნული ფრაზის სისწორეს კატეგორიულად გამოვრიცხავ.

 

საერთოდ, ვფიქრობ, ამ ტიპის სტატიების წერა არაპროფესიონალიზმზე მიუთითებს და ასეთი ყალბი ახალი ამბების ადგილი მედიაში არაა. მით უმეტეს, მაშინ, როცა ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ვთამაშობ და გუნდთან ერთად წარმატებისთვის ვიბრძვი". - წერს სებალიოსი თვითერის საკუთარ გვერდზე.