მაკგრეგორი ბრუნდება!

ჩემპიონი რინგზე ბრუნდება

კონორ მაკგრეგორის მწვრთნელს იმედი აქვს, რომ მისი შეგირდი ღირსეულად დაბრუნდება. ირლანდიელმა ბოლო ბრძოლა შარშან ოქტომბერში გამართა, როცა ის მსუბუქი წონის ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა დაამარცხა.

კონორის სტაჟიანი მწვრთნელი, ჯონ კავანა შიშობს, რომ მისმა შეგირდმა მოტივაცია დაკარგა.

ESPN-ს კავანამ ასეთი ინტერვიუ მისცა: "მე ძალიან ვცდილობ და მინდა იმის თქმა, რომ კონორი მოტივირებულია, მაგრამ ვხედავ მაკგრეგორს, რომელმაც ეს დაკარგა.

ეს სპორტი მთლიანი ენერგიით და მოტივაციით მოითხოვს კონცენტრირებას, ამის გარეშე საშიშიც კია. როდესაც მან, ედი ალვარესის დამარცხებით მეორე ქამარი მოიგო, ამით მაქისმუმს მიაღწია. ის იყო ძალიან მდიდარი, ის იყო მსოფლიო ჩემპიონი. ამის შემდეგ კონორი ფიქრობდა თუ რა იქნებოდა შემდეგ, ფიქრობდა, რომ მან თითქმის ამოწურა მარაგი. მაგრამ კონორი დაბრუნდება! რადგან მას უყვარს ეს სპორტი, მას უყვარს ვარჯიში და სიამოვნებას ანიჭებს რინგზე ორთაბრძოლა. რაც მთავარია, მას ახსოვს, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა, თუ საუკეთესო არა.’’

კონორ მაკგრეგორის დაბრუნება წლის ბოლომდეა ნავარაუდები და მისი სავარაუდო მეტოქე ნეით დიაზი იქნება, რომელთანაც კონორს, უკვე 2 ბრძოლა აქვს გამართული და მოგება-წაგების ბალანსი თანაბარი აქვს.

 

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.