რეინჯერსმა ლივერპულის ფეხბურთელი დაიმატა

ოჯო ლივერპულის ლეგენდასთან წავიდა

18 ივნისს შოტლანდიურმა რეინჯერსმა ახალგაზრდა განაპირა მცველი შეი ოჯო ოფიციალურად წარადგინა.

 

22 წლის ოჯოს, ინგლისის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია, მათ შორის 20-წლამდელებში, რომელმაც 2017 წელს მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო.

ოჯო ფინალურ შეხვედრაში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო. ამ კონკრეტულ მატჩში ინგლისის ნაკრებმა ვენესუელა - 1:0 დაამარცხა.

ბოლოს, 22 წლის ფეხბურთელი იჯარის წესით ფრანგული ლიგა 1-ის ბინადარ რეიმსში ასპარეზობდა. მანამდე, უიგან ატლეტიკის, ფულემის და ვულვზის შემადგენლობაში გამოდიოდა. ოჯოს პროფესიონალური დებიუტი, სწორედ უიგანში შედგა 20014 წელს.

ლივერპულის რიგებში ოჯოს სულ 11 მატჩი აქვს ჩატარებული და აქედან ერთხელ, გოლიც აქვს გატანილი, ექსტერის წინააღმდეგ, ასოციაციის თასის შეხვედრაში.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.