ყენიამ დუდელანჟი დატოვა

ქართველი შემტევი მალე ახალი გუნდის მაისურს მოირგებს 

ლევან ყენია დუდელანჟიდან წამოვიდა. ცნობილია, რომ მხარეებმა კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს. ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს ჩვენებური კარიერას.

 

28 წლის ფეხბურთელი ლუქსემბურგში შარშან ზაფხულში, თბილისის ლოკომოტივიდან გადავიდა. ამ დროის მანძილზე მან 15 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

 

დუდელანჟის გარდა ყენიას თბილისის ლოკომოტივში, გელზერკეხენის შალკეში, ლვოვის კარპატში, დუსელდორფის ფორტუნაში და პრაღის სლავიაში უთამაშია. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ქვეყნის მთავარ გუნდში მის ანგარიშზე 28 მატჩი და 4 გოლია.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.