გენტი: ჩაკვეტაძეს არ გავყიდით!

ბელგიელთა სპორტული დირექტორი ქართველი ტალანტის დათმობას არ აპირებს 

გენტში მომავალზე ფიქრობენ. ხელმძღვანელობა ახალი, სტაბილური შემადგენლობის ჩამოყალიბებას აპირებს, რომელიც როგორც ქვეყნის შიგნით ისე ევროსარბიელზე წარმატების მისაღწევად იბრძოლებს. ბელგიური კლუბის ხელმძღვანელობა გუნდის სიძლიერის ერთ-ერთ გარანტიად გიორგი ჩაკვეტაძეს მიიჩნევს და მასთან შელევას 25 მილიონი ევროს სანაცვლოდაც არ აპირებს. 


"როგორც გიორგი ჩაკვეტაძის, ისე ჯონათან დევიდის თაობაზე შემოთავაზებები გვაქვს. ეს ისედაც ცხადი იყო. რთულია ცდუნებას გაუძლო, მაგრამ ჩვენ მათთან გამოთხოვებას 25 მილიონი ევროს ან მეტის სანაცვლოდაც არ ვაპირებთ. შევეცდებით, რომ ისინი შევინარჩუნოთ",-თქვა გენტის სპორტულმა დირექტორმა. 


შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების 19 წლის ტალანტი იანვრის შემდეგ ტრავმირებულია და მუხლის ოპერაცია აქვს გაკეთებული. დიდი ალბათობით, ჩაკვეტაძე მოედანს წლის ბოლოს დაუბრუნდება. 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.