სანდრო ბაზაძემ ბრინჯაო მოიპოვა

ქართველი მოფარიკავე ევროპის ჩემპიონატის მესამეადგილოსანია

გერმანიის ქალაქ დიუსელფორფში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველმა სპორტსმენმა ზედიზედ 9 ბრძოლა მოიგო, ნახევარფინალში კი რუს კამილ იბრაგიმოვთან 11:15 დამარცხდა და მესამე ადგილს დასჯერდა.

სანდრო ბაზაძემ ევროპის ჩემპიონატის ბრინაჯოს მედალი ზედიზედ მესამედ მოიპოვა.

მიმდინარე ტურნირზე ინდივიდუალური შეჯიბრება დასრულდა და ჯერი გუნდურ გათამაშებაზე მიდგა, სადაც საქართველოს ნაკრებიც იასპარეზებს. ევროპის ჩემპიონატი 22 ივნისს დასრულდება. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.