რეალის კიდევ ერთი სამიზნე

ნდომბელეს გადაბირება ტოტენჰემსაც სურს

რეალი ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ძალიან აქტიურობს. მადრიდელებმა 300 მილიონი უკვე დახარჯეს, თუმცა ეს თანხა მათთვის ლიმიტი არ არის და გაძლიერებას კიდევ აპირებენ. ცნობილია, რომ ზინედინ ზიდანს ძალიან სურს პოლ პოგბა თავის გუნდში იხილოს, თუმცა იუვენტუსის სახით სერიოზული კონკურენტი ჰყავს. 

ევროპული პრესის ინფორმაციით, რეალი ლიონიდან ტანგაი ნდომბელეს ტრანსფერითაც დაინტერესდა. ის პოზიციით ცენტრალური ნახევარმცველია და საფრანგეთის ჩემპიონატში შესანიშნავ შთაბეჭდილებას ტოვებს. ასევე, ამ ფეხბურთელის გადაბირება ლონდონის ტოტენჰემსაც სურს და მაურისიო პოჩეტინოსთვის ის ნომერ პირველი სამიზნეა. 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.