ატლეტიკომ რეალის შუახაზელი შეიძინა

ატლეტიკომ როდრის შემცვლელი მოიყვანა

მადრიდის ატლეტიკომ რეალიდან მარკოს ლორენტე შეიძინა. ტრანსფერის ღირებულება 40 მილიონი ევროა. ლორენტე ამპულით საყრდენი ნახევარმცველია. 24 წლის ფეხბურთელმა 2018/2019 წლის სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 16 შეხვედრა გამართა და 2 გოლი გაიტანა.

 

შეგახსენებთ, რომ ესპანელი, სამეფო გუნდის  აღზრდილია და მისი დებიუტი რეალის შემადგენლობაში 2016 წელს შედგა.