ტიმო ვერნერს ბაიერნში გადასვლა სურს

ტიმო ვერნერს შემდეგ ზაფხულამდე მოცდა აღარ უნდა

kicker-ის ინფორმაციით, ლაიპციგის უნიჭიერეს შემტევს, ტიმო ვერნერს ბაიერნში გადასვლა ამ ზაფხულს უნდა. ახალგაზრდა გერმანელს კლუბთან კონტრაქტი შემდეგ ზაფხულს ეწურება, თუმცა მის გახანგრძლივებაზე ხელი არ მოაწერა.

რედ ბულს ორი არჩევანი დარჩა, ან ამ ზაფხულს ფეხბურთელს გაუშვებენ და მასში გარკვეულ თანხას აიღებენ, ან მომავალ ზაფხულს ის გუნდიდან უფასოდ წავა.

22 წლის გერმანელმა, წინა სეზონში, 29 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 16 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.