სენა – წარმოუდგენელი წრე ფორმულა 1–ის ისტორიაში (+video)

1993 წელი, დიდი ბრიტანეთის გრან–პრი, დონინგტონ პარკი და ლეგენდარული ბრაზილიელი მრბოლელი აირტონ სენა... ბევრი სპეციალისტის აღიარებით, ეს საუკეთესო მომენტია ფორმულა 1–ის ისტორიაში.

 ანუ, კონკრეტულად ერთ წრეში მსგავსი რამ რომელიმე პილოტს მოემოქმედებინა, არც მანამდე ყოფილა და არც მას შემდეგ.

 

წვიმა იყო, წვიმაში კი სენა ძალიან მაგარი იყო. ბრაზილიელის მაკლარენი სტარტზე მეოთხე იყო, მაგრამ ერთი წრეც არ იყო გასული, როცა პირველი მიჰქროდა.

 

 

 

საოცარი ისაა, რომ მეოთხე ხომ იყო, სტარტიც ცუდად აიღო, მაგრამ ჯერ კარლ ვენდლინგერს გაუსწრო, მესამე მოსახვევში მიხაელ შუმახერს გასცდა, მეშვიდე მოსახვევში დეიმონ ჰილს ცხვირწინ ჩაუქროლა, ხოლო შემდეგ – ალენ პროსტს.