უიმბლდონი დელ პოტროს გარეშე? 

არგენტინელს ისევ პრობლემები აქვს 

 

მსოფლიოს ყოფილმა მესამე ჩოგანმა ხუან მარტინ დელ პოტრომ შესაძლოა უიმბლდონი გამოტოვოს. ამის შესახებ არგენტინელის გუნდის წევრებმა ისაუბრეს. როგორც ჩანს, 31 წლის ჩოგბურთელი ლონდონში მარჯვენა ფეხის მუხლის ტრავმის გამო ვერ ითამაშებს. 


"ლონდონის კლინიკაში წინა ღამეს ჩატარებულმა სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ ხუან-მარტინ დელ პოტროს მარჯვენა ფეხზე ისევ პრობლემები აქვს. ექიმთან შეხვედრის შემდეგ გაირკვევა საჭიროა თუ არა ოპერაციის ჩატარება",-თქვეს დელ პოტროს შტაბში. 


უიმბლდონი პირველ ივლისს დაიწყება, თუმცა მასში არგენტინელის მონაწილეობის ძალიან მცირე შანსი არსებობს. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.