მეექვსე ქართველი NBA-ში - გოგა პირველ წრეში აირჩიეს

ბითაძე მე-18 ნომრად აირჩიეს

NBA-ში მეექვსე ქართველი ითამაშებს. ვლადიმერ სტეფანიას, ნიკა ცქიტიშვილის, ვიქტორ სანიკიძის, თორნიკე შენგელიას და ზაზა ფაჩულიას შემდეგ, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ლიგაში გოგა ბითაძეც გამოვა.

19 წლის ქართველი ცენტრი ბარკლაის არენაზე გამართულ 2019 წლის დრაფტზე პირველივე წრეში მეთვრამეტე ნომრად აირჩიეს და ეს ინდიანა პეისერსმა გააკეთა.



ახალგაზრდა ქართველმა ტალანტმა დრაფტზე არჩევის შემდეგ ამერიკელი ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა: "ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ინდიანას კარგად ვიცნობ, ამ გუნდის თამაშებს ვუყურებ, ძალიან მომწონს ვიქტორ ოლადიპო. გახარებული და შოკირებული ვარ.
ბავშვობის ოცნება ამიხდა". 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.