უარი ნაპოლის - ხამესი არენდით არსად გადავა

ხამესის პოტენციალს ყველა ხედავს, თუმცა მისი ხასიათი აშინებთ

მადრიდის რეალმა ხამეს როდრიგესის იჯარის წესით გაშვება გამორიცხა. კოლუმბიელი ფეხბურთელის სამსახურით ნაპოლი არის დაინტერესებული, თუმცა იტალიელებს ფეხბურთელის შეძენა არ სურთ და მხოლოდ არენდის წესით დამატებას გეგმავენ. 

ამჟამად ხამესი ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკა 2019-ზე ასპარეზობს, სადაც შესანიშნავად გამოიყურება და მისმა გუნდმა ორი მატჩიდან ორი გამარჯვება მოიპოვა. 

მოლაპარაკებები ისევ გრძელდება და სავარაუდოდ ყველაფერი კარლო ანჩელოტიზეა დამოკიდებული. გადასაწყვეტია ნეაპოლურ გუნდს რამდენად უღირს ჭირვეულ ფეხბურთელში 40 მილიონის გადახდა.